ომპანია «Eagle Eye Analytics» ეს არის ეფექტური საინფორმაციო ანალიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც სპეციალდებიან რთული საქმიანი და სასამართლო ამოცანების ექსკლუზიურ გადაწყვეტაზე.
ჩვენს შესახებ
ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლების საინფორმაციო და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამოყენებით ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს სხვადასხვა სახის მაღალი სირთულისა და კონფიდენციალურობის მქონე პრობლემების გადაწყვეტაში.


საკმაოდ ხშირად ბიზნესმენებს (და არა მხოლოდ) უწევთ საქმის დაჭერა უცხო ქვეყნისმოქალაქეებთან და კომპანიებთან. ზოგჯერ პატიოსანი, შეძლებული და კანონმორჩილი ადამიანების ნიღბის ქვეშ იმალებიან თაღლითები და ბანკროტები. მათ შეუძლიათ ლამაზად ლაპარაკი, ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების მართვა, ფეშენებელური სასტუმროების საპრეზიდენტო ნომრებში ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს მათ შეიძლება არ ჰქონდეთ არც ბიზნესი, არც თავისი სახლი, არც ოჯახი. მათი ერთადერთი მიზანი არის თქვენი ფული. არ აქვს მნიშვნელობა რა გზით. ამ ადამიანებისთვის გამოდგება ყველა გზა - მოტყუებით დაწყებული მსხვერპლის ფიზიკური მოშორებით დამთავრებული. მათი წარსული დაფარულია, მათ შეუძლიათ სახელების, გვარების, კომპანიების სახელწოდებების შეცვლა, ცრუმაგიერი პირების გამოყენება თავიანთი მაქინაციების განსახორციელებლად და გაუჩინარება ისე, რომ თქვენი ფული და ჯანმრთელობა გაიყოლონ თან.


სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაეცა «რკინის ფარდა» და მრავალრიცხოვანი ინვესტორები გაემართნენ ოდესღაც უზარმაზარი სახელმწიფოს სივრცეებშიპ[‘;, რათა მოესწროთ სანედლეულო ტორტის დაყოფაზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საწარმოები შოულობენ მილიარდობით დოლარს რუსეთში (მის მიმართ დაწესებული რეკორდული რაოდენობის სანქციების მიუხედავადაც), უკრაინაში, ყაზახეთში და დიდი ხნის წინათ გაუჩინარებული ყოფილ სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებში. ამასთანავე ცოტა ვინმე თუ საუბრობს მოტყუებული, დაპატიმრებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული უცხოელი მოქალაქეების შესახებ, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი კაპიტალი. ხოლო ასეთი კი ძალიან ბევრია.
ასევე პირიქითაც, მდიდარ ქვეყნებში დაიწყეს წასვლა ყველა კატეგორიის დამნაშავეებმა, რომლებმაც თან გაიყოლეს სამშობლოში მოპარული ფული. როგორც წესი, საზღვარგარეთ ისინი მისდევენ კანონმორჩილ ცხოვრების წესს, იღიმებიან თქვენთან შეხვედრის დროს, მეგობრობენ ადგილობრივ ბიზნესმენებთან და ჩინოსნებთან, ზოგჯერ მეცენატებიც კი ხდებიან სამშობლოსგან შორს. ზოგიერთი დამნაშავე რეჟიმთან მებრძოლის სახით იღებს პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპულ ქვეყნებსა თუ აშშ-ში. ასეთ ადამიანებს ყოველთვის მოეპოვებათ თქვენთვის «ალალ-მართალი» ისტორია და, რა თქმა უნდა, ისეთი ძალზედ მომგებიანი ბიზნესი სადღაც რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, რომელშიც თქვენ აუცილებლად უნდა ჩადოთ თქვენი ფული.

ჩვენი კომპანია სთავაზობს თავის კლიენტებს უტყუარ ინფორმაციას ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან მათი პოტენციური და ამჟამინდელი პარტნიორების ან ოპონენტების შესახებ. ჩვენ ნაწილ-ნაწილ შევაგროვებთ მთელ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, საგულდაგულოდ შევამოწმებთ მას, გავაანალიზებთ და თქვენ მიიღებთ სრულ ანგარიშს თქვენს მშობლიურ ენაზე.
ჩვენ ვიცით ყველაფერი ყველას შესახებ. ამიტომ სიამოვნებით დაგეხმარებით თავი აარიდოთ შესაძლო პრობლემებს და უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს ადვოკატებსა და იურისტებზე საერთაშორისო სასამართლოებში, რომლებიც შეიძლება წლობით გაიწელოს.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს უკვე შეემთხვა უსიამოვნო სიტუაცია, ჩვენ შევძლებთ თქვენს დახმარებას დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანაში, ხოლო შესაძლოა სიტუაციიდან გამარჯვებულად გამოსვლაშიც კი, იმიტომ რომ წაგებული ბრძოლა სულაც არ ნიშნავს წაგებულ ომს.
ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას:
  • 1
    ინფორმაცია
    სრული, აქტუალური და უტყუარი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კომპანიის, ადამიანის ან მოვლენის შესახებ
  • 2
    ანალიტიკა
    ანალიტიკური დოკუმენტები თქვენთვის საინტერესო კომპანიაში, ბიზნეს სფეროში ან რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის განვითარების პროგნოზით
  • 3
    რისკებთან მუშაობა რისკების მართვა
    ახალ ბიზნეს სფეროსა თუ რეგიონში შესვლისას საქმიანი და სხვა რისკების შემცირების საექსპერტო რეკომენდაციები და რჩევები
ამ ინფორმაციას შეუძლია მკვეთრად იმოქმედოს თქვენი ბიზნესის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე, ასევე პირად ურთიერთობებზე პარტნიორებთან და ოპონენტებთან.
კერძოდ თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენთან:
  • საარბიტრაჟო განხილვის პროცესში დოკუმენტური მასალების ძებნა და ლეგალიზაცია
  • საკუთარი პერსონალის, პარტნიორებისა და კონტრაგენტების შორის თაღლითობისა და კორუფციის შემთხვევების გამოვლენა
  • ჩვენი კლიენტების პირადი, სამსახურეობრივი და კომერციული საიდუმლოების შემცველი კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილება და პროფილაქტიკა
  • სავარაუდო თანამშრომლების, პარტნიორებისა და კონტრაგენტების საიმედოობის ღრმა კომპლექსური შემოწმება
  • ინტერესთა კონფლიქტში კლიენტის საინფორმაციო-ანალიტიკური მხარდაჭერა
  • მტკიცებულებათა ბაზის შეგროვება და ანალიზი სამსახურეობრივი და კერძო გამოძიებების დროს
  • მთელ მსოფლიოში ფიზიკური და იურიდიული პირების ძებნა, გამოვლენა და დოკუმენტირება
  • იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილების გამოვლენა
  • კლიენტის მიმართ უკანონო ქმედებების გამოვლენა და ოპონენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყველა კანონიერი მეთოდით
Eagle Eye Analytics
კონტაქტები
+33753522213
23 Rue Edouard VII, Paris, France

Made on
Tilda